თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა
თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა
1648947
თურქეთის ეკონომიკა წლის პირველ კვარტალში 7%-ით გაიზარდა.
თურქეთის სტატისტიკის ორგანიზაციამ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის შედეგები გამოაქვეყნა.
მის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი, როგორც მოცულობის ინდექსი, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.
წარმოების მეთოდის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის შეფასება მიმდინარე ფასებში წლის პირველ კვარტალში 29.1 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით და 1 ტრილიონ 386 მილიარდ 347 მილიონ ლირას მიაღწია.