ბრიტანეთიდან და დანიიდან თურქეთში ფრენები ახლიდან იწყება

მგზავრებს PCR–ის ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ

1626235
ბრიტანეთიდან და დანიიდან თურქეთში ფრენები ახლიდან იწყება

როგორც განაცხადა თურქეთის ავიახაზების (THY) გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ,  ბრიტანეთიდან და დანიიდან თურქეთში ფრენები ახლიდან დაიწყება. "ინგლისიდან და დანიიდან თურქეთის მიმართულებით ფრენები ახლიდან იწყება. ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთში ხსენებული ქვეყნებიდან ჩამოსულებისგან, ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR–ის ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ. მომავალში ფრენები შეიძლება გავხსნათ სხვა ქვეყნებთანაც და ამიტომ გთხოვთ თვალ-ყური ადევნოთ ჩვენს განცხადებებს“, აღნიშნულია ექშის მხრიდან სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში



მსგავსი ინფორმაციები