თურქული გემთმშენებლობით პაკისტანელებიც დაინტერესდნენ

თურქული კომპანია, პაკისტანს 6 გემს აუშენებს

1611087
თურქული გემთმშენებლობით პაკისტანელებიც დაინტერესდნენ

პაკისტანსა და თურქულ კომპანია Sanmar Shipping-ს შორის, 33,46 მილიონი დოლარის ღირებულების გემის ხელშეკრულება გაფორმდა. პაკისტანის საზღვაო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მიღწეულ ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს ქვეყნის საზღვაო მინისტრმა საიდ ალი ჰაიდერ ზაიდმა და თურქეთის ელჩმა ისლამაბადში იჰსან მუსტაფა იურდაკულმა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში. ხელმოწერილი კონტრაქტის თანახმად, თურქული კომპანია Sanmar Shipping-ი, 12 თვეში გააშენებს და პაკისტანს გადასცემს 33,46 მილიონი დოლარის ღირებულებით 4 ცალ ASD ტიპის ბუქსირ და 2 გამცილებელ გემს



მსგავსი ინფორმაციები