ვილბურ როსიმ თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ვილბურ როსიმ თურქეთის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
1496102
ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრმა ვილბურ როსიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან დასახულ მიზანს იმის თაობაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 100 მილიარდ დოლარამდის გაიზარდოს, ამ მიზნის განსახორციელებლად მუშაობენ. მისივე თქმით, ამერიკის თხევადი გაზის თურქეთში ექსპორტმა შესაძლოა ანკარა-ვაშინგტონს შორის დასახულ ამ მიზანში „მთავარი როლი“ შეასრულოს. მან ამის შესახებ საგარეო სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს რიგით 38-ე კონფერენციაზე ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისივე თქმით, ამჟამად თურქეთში 1700 ამერიკული კომპანია აქტიურად მოქმედებს და ამათგან 60-ს რეგიონალური ცენტრი სწორედ რომ თურქეთში აქვს განთავსებული.