ანტალია იახტების წარმოების გლობალურ ბრენდად იქცა

ანტალია იახტების წარმოების გლობალურ ბრენდად იქცა

1466204
ანტალია იახტების წარმოების გლობალურ ბრენდად იქცა

ანტალიის თავისუფალი სავაჭრო ზონა, იახტების წარმოების გლობალურ ბრენდად იქცა. რეგიონში 2000 წლიდან მოყოლებული 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების 460 იახტა იქნა დამზადებული.

ანტალიის თავისუფალი ზონის ინვესტიციის  (ASBAŞ) გენერალურმა მენეჯერმა, ზექი გურსესმა განაცხადა, რომ  რეგიონში ამ სფეროში  83 კომპანია მოქმედებს, რომელთაგან  56 ადგილობრივია. მისივე თქმით მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 35 იახტის მფლობელზე ჩაბარებას აპირებენ. ზექი  გურსესი იმასაც აღნიშნავს, რომ ახალი ტიპის კრონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შემდეგ იახტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. იახტების მიმართ ყველაზე მეტ შეკვეთებს კი იტალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ნიდერლანდების და  არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებისგან ან კიდევ ფირმებისგან ღებულობენ. შეგახსენებთ, რომ იახტების დამზადებაში თურქეთი მსოფლიოს მასშტაბით,  იტალიის და ნიდერლანდების შემდეგ მესამე ადგილზეა.  


საკვანძო სიტყვები: #იახტების დამზადება , #ანტალია

მსგავსი ინფორმაციები