THY-მ ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააგრძელა

შიდა ფრენები 4 ივნისს, საერთაშორისო 10 ივნისს განახლდება

1420997
THY-მ ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გააგრძელა

 

თურქეთის ავიახაზებმა (THY) გამოაცხადა, რომ  ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების გამო მიღებული ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით გაგრძელდა 4 ივნისამდე, ხოლო უცხოეთში კი 10 ივნისამდის. THY- ს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ხაზებზე გაგრძელდა  და მის ფარგლებში შიდა ფრენები 4 ივნისამდე და საერთაშორისო ფრენები 10 ივნისამდე იქნება შეჩერებული. მეორეს მხრივ, ფრენების დროს მგზავრების კუთვნილი სალონის ბარგი აღარ დაიშვება და იგი თვითმფრინავის ბარგში შევა. ადრე მიღებული გადაწყვეტილებით, კოვიდ 19 გამო, შიდა და საერთაშორისო ფრენები შეჩერებული იყო 28 მაისამდე.



მსგავსი ინფორმაციები