დღეს დიდ ოციანთა ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

განიხილეს კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხები

1399389
დღეს დიდ ოციანთა ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

  

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით,  G20-ის, ე.ი. დიდ ოციანთა წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები, ერთმანეთს  ვიდეო კონფერენციის მეთოდით შეხვდნენ. თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიღწეულ იქნა და G-20 ქვეყნები, ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო აუცილებელ ზომებს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ გეგმის საშუალებით, G20-ის ქვეყნები ჯანდაცვის სფეროში  აუცილებელ ფინანსურ დახმარებას  უზრუნველყოფენ და ამ კონტექსტში დახმარებას გაუწევენ თავიანთ მოქალაქეებსაც და ბიზნეს-წარმოების სამყაროსაც. “ამავე გეგმით, მყიფე ქვეყნები დაცულ იქნებიან, ხოლო G20-ის ქვეყნებმა კი ვალდებულება აიღეს, რომ შესაძლო გამოწვევების წინააღმდეგ ერთმანეთს აუცილებლად გაუზიარონ შეძენილი გამოცდილებები“,  ხაზგასმით აღნიშნა ალბაირაკმა



მსგავსი ინფორმაციები