სამრეწველო წარმოების ინდექსმა თებერვალში ზრდა აჩვენა

იგი,  წინა წლის ანალოგიურ თვესთან  შედარებით 7.5%-ით გაიზარდა

1396831
სამრეწველო წარმოების ინდექსმა თებერვალში ზრდა აჩვენა

სამრეწველო წარმოების ინდექსი, მიმდინარე წლის თებერვალში,  წინა წლის ანალოგიურ თვესთან  შედარებით, 7.5 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის (TUIK) მონაცემების თანახმად, კალენდრის ზეგავლენისგან გამორიცხული საწარმოო ინდექსი თებერვალში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით 7.5 პროცენტით, ხოლო გამოურიცხავი საწარმოო ინდექსი კი 10.5 პროცენტით გაიზარდა. ამავე მონაცემებით, მრეწველობის ისეთი ქვესექტორები, როგორებიცაა სამთო და გადამამუშავებელი, ხსენებულ პერიოდში 1.7 პროცენტით გაიზარდა, წარმოების ინდუსტრიის სექტორის ინდექსი 8%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის, გაზის, ორთქლის და კონდიცირების წარმოებისა და განაწილების სექტორი კი  4.4 პროცენტით გაიზარდა



მსგავსი ინფორმაციები