ირანში საპროტესტო გამოსვლებზე დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს

ირანში ბენზინის საფასურის გაზრდის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს

1308024
ირანში საპროტესტო გამოსვლებზე დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს

ირანში ბენზინის საფასურის გაზრდის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებზე დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავეს.  

ქვეყანაში ბენზინის ღირებულების 300%-ით გაზრდის გამო დაწყებული აქციები გუშინაც გაგრძელდა.  

თეირანის, თავრიზის, მეშჰედის, აჰვაზის, ისპაჰანის, იეზდის, კირმანის და კერეჩის თაოსნობით საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 1080 წერილში ჩატარდა.

ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დემონსტრაციების ფარგლებში 100-ზე მეტ ბანკს და 50-ზე მეტს მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს და აქციებში მონაწილე დაახლოებით ათასი ადამიანი უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.

ბევრ ქალაქში მიმდინარე მოვლენების შედეგად დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალების შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.

თავრიზის უნივერსიტეტის კამპუსში შეკრებილმა ასობით სტუდენტმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა.  

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ ბოლო მოვლენების გამო ინტერნეტთან წვდომის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთანავე დედაქალაქ თეირანში ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო ცენტრის „თეირანის დიდი ბაზრის“ ზოგიერთმა მეწარმემ ობიექტი არ გახსნა.

სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულება თვეში 60 ლიტრამდე ათასიდან 1500 თუმანამდე გაიზარდა. ერთ ავტომობილზე ერთი თვის მანძილზე 60 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენის შემთხვევაში ლიტრი ბენზინის ღირებულებამ 3 ათას თუმანამდე მოიმატა.



მსგავსი ინფორმაციები