თურქული მარმარილოს მოხმარება იზრდება

გასულ წელს იგი 120 ქვეყანაში გაიტანეს

1256138
თურქული მარმარილოს მოხმარება იზრდება

 

გასულ წელს თურქეთიდან ჩინეთში  5 მილიონი ტონა მარმარილოს ფილები გაიგზავნა. აფიონკარაჰისარის ოლქის ისჯეჰისარის რაიონში მოქმედმა 500-მდე მარმარილო საწარმომ, გასულ წელს მსოფლიოს 120 ქვეყანაში გააგზავნა მაღალი ხარისხის მარმარილო, მათ შორის ყველაზე მეტი ჩინეთში, ინდოეთში, აშშ-ში, ერაყში, საფრანგეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში. აფიონკარაჰისარის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მონაცემებით, 2018 წელს მათ ექსპორტში გაუშვეს სულ 109 მილიონი დოლარის ღირებულების მარმარილო, ხოლო მიმდინარე წლის ექვს თვეში უკვე 114 მილიონს გადააჭარბეს



მსგავსი ინფორმაციები