ტრამპი სი ძიპინი შესაძლოა ერთმანეთს იაპონიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ

ტრამპი და ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძიპინი შესაძლოა ერთმანეთს იაპონიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ

1200106
ტრამპი სი ძიპინი შესაძლოა ერთმანეთს იაპონიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ძიპინი შესაძლოა ერთმანეთს იაპონიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ.

დონალდ ტრამპის ეკონომიკის საკითხებში მრჩევლის ლარი კადლოუს განცხადებით, ივნისის ბოლოს იაპონიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაა მოსალდნელი.

კადლოუმ ამერიკული Fox News-ის ერთ-ერთ პროგრამაში აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებები შეაფასა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის უფლებამოსილებს შორის შეხვედრები გრძელდება და „იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტზე ორი ქვეყნის მეთაური დიდი ალბათობით ერთმანეთს შეხვდება.“

აღნიშნული სამიტი იაპონიის ქალაქ ოსაკაში 2019 წლის 28-29 ივნისს გაიმართება.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრა პარასკევს თეთრ სახლში გაიმართა, თუმცა მხარეებმა რაიმე შედეგს ვერ მიაღწიეს.

ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „სი ძინპინსა და ჩემს შორის ურთიერთობა საკმაოდ ძლიერია. მოლაპარაკებები გაგრძელდება. აშშ-მა მომავალში გასამართი მოლაპარაკებების გათვალისწინებით შესაძლოა სანქციები გააუქმოს, შეიძლება საერთოდ არ გააუქმოს.“

აშშ-მა ჩინეთის დელეგაციასთან გამართულ მოლაპარაკებებზე ძალიან მცირე წინსვლის მომიზეზებით 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი 25%-მდე გაზარდა.



მსგავსი ინფორმაციები