რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქიცები გააფართოვა

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების განკარგულებას ხელი მოაწერა

1113803
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქიცები გააფართოვა

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების განკარგულებას ხელი მოაწერა.

რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ შეზღუდვებზე 200 პირისა და კომპანიის დამატების თაობაზე განკარგულება, პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის ხელმოწერით ძალაში შევიდა.

მედვედევმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ეს გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეებისა და კომპანიების უფლებების დასაცავად იქნა მიღებული.“

რუსეთმა, 2018 წლის 1 ნოემბერს ძალაში შესული განკარგულებით, უკრაინის 322 მოქალაქისა და 68 უკრაინული კომპანიის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვები დააწესა.

განკარგულებით სანქციების სიაში შეყვანილია უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის პეტრო პოროშენკოს ვაჟი ალექსეი პოროშენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი, ყოფილი პრემიერმინისტრები არსენი იაცენიუკი და იულია ტიმოშენკო, პოროშენკოს პრეს მდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო და უკრაინის ბუნებრივი აირის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი ანდრეი კობოლევი და სხვა.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში წარმოქმნილი კრიზისის გამო კიევმა 2014 წელში მოსკოვის წინააღმდეგ სხვადასხვა ეკონომიკური შეზღუდვები დააწესა.

აღნიშნულ სანქციებში შედის რუსეთიდან პირდაპირ ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერება, რუსული ბანკების წინააღმდეგ აკრძალვები და ორ ქვეყანას შორის საჰაერო მოძრაობის შეზღუდვების მსგავსი ღონისძიებები.
 


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #უკრაინა , #სანქციები

მსგავსი ინფორმაციები