საფრანგეთმა საწვავის ფასების მატება შეაჩერა

საფრანგეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, საწვავის ფასების მატება, რომელსაც „ყვითელი ჟილეტიანები“ აპროტესტებდნენ 6 თვით შეაჩერეს

1100410
საფრანგეთმა საწვავის ფასების მატება შეაჩერა

საფრანგეთის პრემიერმინისტრის ედუარდ ფილიპის განცხადებით, საწვავის ფასების მატება, რომელსაც „ყვითელი ჟილეტიანები“ აპროტესტებდნენ 6 თვით შეაჩერეს.

ფილიპმა მოძრაობა „რესპუბლიკის მარშის“ დეპუტატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას ემის ის სირთულეები, რასაც  ფრანგები განიცდიან და მათი აღშფოთება.    

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებს მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაშავებულები, რის გამოც ძალადობა საჭიროა შეწყდეს და თხევად საწვავზე, ელექტრო ენერგიასა და ბუნებრივი აირის ფასის მატება 6 თვით შეაჩერეს.

საფრანგეთში თხევად საწვავზე ფასების მატებისა და ეკონომიკური პირობების გაუარესების გამო 17 დეკემბერს დაწყებული „ყვითელ ჟილეტიანთა“ აქციები ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე ძლიერ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

აქციების დაწყების დღიდან განვითარებული მოვლენების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 1043 ადამიანი მათ შორის 222 უსაფრთხოების თანამშრომელი დაშავდა, 1424 პიროვნება კი დააკავეს. 



მსგავსი ინფორმაციები