ანკარა-რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 60 წლის შემდეგ ხელმეორედ განახლდა

პირველი პირდაპირი რეისი 2019 წლის 7 იანვარს განხორციელდება

1070584
ანკარა-რომის მიმართულებით პირდაპირი  ფრენები 60 წლის შემდეგ ხელმეორედ განახლდა

თურქეთის ავიახაზები (THY)  დედაქალაქ, ანკარიდან იტალიის დედაქალაქ, რომის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 60 წლის შემდეგ ხელმეორედ იწყებს. თურქეთის ავიახაზების პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთიდან იტალიის მიმართულებით პირველი ფრენა, 1959 წელს შესრულდა რა, თურქეთის ავიახაზებმა  60 წლის შემდეგ, ანკარა-რომის მიმართულებით პირდაპირი რეისების ხელმეორედ განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ანკარა-რომის მიმართულებით 60 წლის შემდეგ პირველი პირდაპირი რეისი 2019 წლის 7 იანვარს განხორციელდება. მას შემდეგ კი პირდაპირი რეისები ანკარიდან,  რომის მიმართულებით  კვირაში ორჯერ (ორშაბათ და ხუთშაბათს) განხორციელდება. ფრენების ბილეთები უკვე გაყიდვაში შევიდა.



მსგავსი ინფორმაციები