ალბაირაქის აზრით დოლარი აღარ არის სანდო ვალუტა
“თურქეთის რეალური ეკონომიკა ოქროს კვერცხის მდებელი ქათამია“
თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დოლარმა გლობალურ სისტემაში პოპულარობა დაკარგა და იგი აღარ არის სანდო ვალუტა.
ამის შესახებ მან საფრანგეთიდან თვითმფრინავით თურქეთში დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით ამიერიდან დიდ სავაჭრო ცენტრებში ადგილების და უძრავი ქონების დოლარებში გაქირავება-გაყიდვის აკრძალვის მიზნით ახალი კანონპროექტის მომზადება დაიწყეს და პარლამენტი დაიწყებს თუ არა მუშაობას, მას განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენენ.
მინისტრის თქმითვე, თურქეთის ეკონომიკის საფუძვლები მყარია და მისი კიდევ უფრო გამყარებისათვის ყველანაირ სტრუქტურულ რეფორმებს, მოკლევადიან, საშუალო ვადიან და გრძელ ვადიან სტრატეგიებს და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ცხოვრებაში ზედმიწევნით გაატარებენ.
ქვეყნის რეალური სექტორის მხარდაჭერაზე საუბრისას ალბაირაქმა თქვა, რომ თურქეთის რეალური ეკონომიკა ოქროს კვერცხის მდებელ ქათამს წარმოადგენს და არავის მისცემენ მისი დაკვლის უფლებას
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთმა წლის პირველ 9 თვეში 22 მილიონ 883 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა ექსპორტზე
თურქეთმა, წლის პირველ 9 თვეში 22 მილიონ 883 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა ექსპორტზე