დღეს მინისტრთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

პრეზიდენტის სასახლეში გასამართი შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკა იქნება

1033477
დღეს მინისტრთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

დღეს ანკარის დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მინისტრთა საბჭოს შეხვედრა იქნება.

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ედოღანის თავმჯდომარეობით პრეზიდენტის სასახლეში გასამართი შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკა იქნება.  

შეფასებული იქნება თურქეთის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწყებული ეკონომიური ომის წინააღმდეგ გატარებული ზომები.

ასევე განიხილავენ ვალუტის კურსის ვარდნის დაჩქარებისათვის გადასადგმელ ახალ ნაბიჯებს.  

საუბარი შეეხება საბიუჯეტო დისციპლინის უზრუნველყოფის, ინფლაციასთან ბრძოლის, საჭირო სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ამერიკული წარმოების პროდუქციაზე დამატებითი გადასახადების დაწესების და ამის შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებს.

მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე ასევე შეფასებული იქნება ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციები.  


საკვანძო სიტყვები: #მინისტრთა საბჭო , #ეკონომიკა

მსგავსი ინფორმაციები