თებერვალში უმუშევრობა შემცირდა

თურქეთში 3 მილიონ 354 ათასი უმუშევარია

971675
თებერვალში უმუშევრობა შემცირდა

 

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TSI) თებერვლის უმუშევრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა და მისი მიხედვით უმუშევრობის დონე გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2%-ით დაეცა და 10.6% გახდა. ასე რომ, თებერვალში 546 ათასი კაცი დასაქმდა და უმუშევართა საერთო რაოდენობამ 3 მილიონ 354 ათას კაცამდე დაიწია. ამავე სტატისტიკით, თებერვალში, არასასოფლო-სამეურნეო სექტორში უმუშევრობის მაჩვენებელი 2.3%-ით შემცირდა და 12,5%-ს მიაღწია, ხოლო ახალგაზრდა უმუშევრობის დონე, რომელიც მოიცავს 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფს, თებერვალში  4,3%-ით შემცირდა და 19%-მდე დაიწია



მსგავსი ინფორმაციები