ტრამპმა ჩინეთსაც დამატებითი გადასახადები დაუწესა

პეკინმა შეიძლება საპასუხო ნაბიჯები გადადგას

936092
ტრამპმა ჩინეთსაც  დამატებითი გადასახადები დაუწესა

 

თეთრ სახლში გამართულ პრეს კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიის დაცვის მიზნით  ჩინეთისათვის მილიარდობით დოლარის დამატებითი საბაჟო გადასახადების დაწესებას და საინვესტიციო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის ზრდამ უკონტროლო და უპრეცედენტო დონეს მიაღწია და ამიტომ დადგა დრო მოქმედებაზე გადასვლისა. მისივე აზრით ჩინეთის მიმართ დაწესებული ახალი გადასახადების და შეზღუდვების ოდენობა 60 მილიარდ დოლარამდე მიაღწევს.

“ეს არის ჩვენი მხრიდან ჩაფიქრებული მრავალი ცირკულარიდან ერთ ერთი“, განაცხადა ტრამპმა და მთელს მსოფლიოს მიანიშნა, რომ მომავალში ახალ სავაჭრო ღონისძიებებს განახორციელებენ.

თეთრი სახლიდან გავრცელებული დირექტივით, ჩინეთისათვის მილიარდობით დოლარის დამატებითი საბაჟო გადასახადებისა და საინვესტიციო შეზღუდვების დაწესებას ქვეყნის სახაზინო სამინისტრო და სავაჭრო წარმომადგენლობა ითავებს რა, მის ფარგლებში ჩინურ საქონელსა და პროდუქციაზე 25%-ის ოდენობის დამატებითი გადასახადები დაწესდება



მსგავსი ინფორმაციები