აქქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება
აქქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აქქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება რა, მისი საძირკვლის ჩაყრას, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ერთად გეგმავენ. ერდოღანმა ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთ-ერთი ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან სიტყვით გამოსვლისას კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ ბუნებრივი აირის ცალმხრივი ძიების საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების გაუთვალისწინებლად ეგეოსის ზღვაში ოპორტუნისტებისთვის ნება არ მივეცით და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მტკიცე დამოკიდებულება ყველას ვაჩვენეთ. ეგეოსის ზღვაში ნებისმიერი სახის ბუნებრივი აირის ძიებაში წილი კვიპროსელ თურქებსაც ეკუთვნით“. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის შეიარაღებული ძალების და თავისუფალი სირიის არმიის მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე წლის 20 იანვარს დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციაზე, რომელიც მიმართულია რეგიონის მეგობარი და მოძმე ხალხის ტერ ორგანიზაცია, PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ისგან გასათავისუფლებლად დღემდე ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობა 3655-მდე გაიზარდა.