ირანელი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა თურქეთია

გასულ წელს თურქეთს 2,5 მილიონი ირანელი ეწვია

907893
ირანელი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა თურქეთია

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს თურქეთს  1 მილიონ 665 ათასი ირანელი ტურისტი ეწვია, ხოლო გასულ, 2017 წელს ეს ციფრი  50,2%-ით გაიზარდა და 2 მილიონ 501 ათასამდე ავიდა რა, ამით ირანელებისათვის პირველი ტურისტული არჩევანი და ბაზარი თურქეთი გახდა. წელს თურქეთში კიდევ უფრო მეტ ირანელ ტურისტს ელიან და ისინი სეზონს ერთი თვის შემდეგ, ნევრუზ ბაირამობის დღეებში გახსნიან. ირანელი ტურისტები სამოგზაუროდ და დასასვენებლად  თურქეთში ყველაზე მეტად სტამბოლს, ანტალიას და ვანს ირჩევენ



მსგავსი ინფორმაციები