პაკისტანმა და ჩინეთმა ურთიერთ ვაჭრობაში ჩინური იუანის გამოყენების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

პაკისტანმა და ჩინეთმა ურთიერთ ვაჭრობაში ჩინური იუანის გამოყენების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

873017
პაკისტანმა და ჩინეთმა ურთიერთ ვაჭრობაში ჩინური იუანის გამოყენების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

პაკისტანმა და ჩინეთმა ურთიერთ ვაჭრობაში ჩინური იუანის გამოყენების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გაზეთ Dawn-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰსან იქბალიმ, ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნისათვის (CPEC) გრძელვადიანი გეგმის (LTE) ოფიციალური ამოქმედების ცერემონიის შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისათვის ამერიკული დოლარის მაგიერ იუანის გამოყენებაზე მსჯელობენ.  

პაკისტანსა და ჩინეთს შორის არსებული ვაჭრობის მოცულობამ, ქვეყნების მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის შემდეგ 2015 წლიდან 2016 წლამდე 13,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

LTP ენერგო, საინფორმაციო ქსელის ინფრასტრუქტურის, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირების, სავაჭრო და სამრეწველო პარკების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სიღარიბის დონის შემცირების საკითხებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მოიცავს. გეგმა სამ ეტაპად განხორციელდება და პირველი ეტაპი 2020 წელში დასრულდება, მომდევნო კი 2025 წელში დაიწყება და 2030 წელში დასრულდება.

გეგმის ფარგლებში ქვეყნები, მრავალი დონის თანამშრომლობის და პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერებასთან ერთად საზღვრის მიღმა საკრედიტო სისტემის და ფინანსური მომსახურების შექმნასა და გაფართოებას გეგმავენ.

პაკისტანი და ჩინეთი ვალუტის გაცვლის შეთანხმების გაუმჯობესებას და ორმხრივი ერთი გადახდისა და გადახდის სისტემის შექმნას აპირებენ.



მსგავსი ინფორმაციები