თურქული პამიდორის რუსეთში ექსპორტი დაიწყო

პირველი პროდუქცია ბერგამადან სანკ პეტერბურგში წაიღეს

845174
თურქული პამიდორის რუსეთში ექსპორტი დაიწყო

რუსეთთან პამიდვრის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, თურქეთიდან ამ ქვეყანაში პირველი ექსპორტი იზმირის ოლქში მდებარე ბერგამადან განხორციელდა.

აქაური აგრობაის სათბურები მსოფლიოში ყველაზე უდიდესებს წარმოადგენენ და მათში მოწეული პამიდორები რეფრიჟერატორებში დაიტვირთა რა, გეზი რუსეთის ქალაქ სანკ პეტერბურგისკენ აიღეს, სადაც თურქულ პროდუქციას რუსეთში 750 საცალო მაღაზიის მქონე ქსელი გაყიდის.

აგრობაის ხელმძღვანელების თქმით, მათ რუსეთთან 5 ათასი ტონის მომცველი კონტრაქტი გააფორმეს, მაგრამ, ამ რაოდენობას 7 ათასამდე გაზრდიან.

აგრობაი წელს პამიდორს რუსეთის გარდა გააგზავნის ასევე არაბულ ქვეყნებში და აშშ-ში



მსგავსი ინფორმაციები