აშშ-ს ხაზინის სამინისტრომ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ს ხაზინის სამინისტრომ, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის სანქციების სია გააფართოვა

795120
აშშ-ს ხაზინის სამინისტრომ სანქციების სია გააფართოვა

აშშ-ს ხაზინის სამინისტრომ, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის სანქციების სია გააფართოვა, სიაში რუსეთის 4 მოქალაქე და 1 რუსული კომპანია, ზოგიერთი ჩინური კომპანია და პიროვნება დაამატა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფართოებულ სიაში შესულია რუსეთის მოქალაქეების სახელები ირინა ჰუიში, რუბენ კირაკოსიანი, მიხეილ პისკლინი, ანდრეი სერბინი და რუსული კომპანია Gefest-M LLC.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ადრე გაკეთებულ განცხადებაში კი ჩინეთი გააკრიტიკა და დასძინა, რომ ეს ქვეყანა ჩრდილოეთ კორეისთვის ხელის შესაშლელად საკმარის მცდელობას არ ეწევა.

ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც ბოლოს 28 ივლისს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, 2006 წლიდან დაწესებული გაეროს სანქციების მიუხედავად ბირთვულ საქმიანობას უწყვეტლივ აგრძელებს.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #რუსეთი , #ჩინეთი , #სანქციები

მსგავსი ინფორმაციები