მსოფლიო ნავთობის კონგრესი სტამბოლში დაიწო

ერდოღანმა, თურქეთი ენერგეტიკის აბრეშუმის გზად შეადარა

767945
მსოფლიო ნავთობის კონგრესი სტამბოლში დაიწო

სტამბოლში დაწყებულ მსოფლიო ნავთობის კონგრესზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა რა, თურქეთი, ენერგეტიკის აბრეშუმის გზად შეადარა. მან ასევე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო 1-1,5 საუკუნის მანძილზე სწორედ ის ქვეყნები გახდნენ ძლიერები, რომლებსაც, ან ნავთობი ჰქონდათ, ან კიდევ ნავთობზე ზეგავლენა. „ამასთან ერთად საერთაშირისო დაპირისპირების მიზეზი,  ძირითადად ენერგეტიკის წყაროებზე, ან კიდევ მის ტრანზიტებზე გავლენის  მსურველებს შორის, უმეტეს შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირების ან კიდევ გადატრიალების საბაბი გამხდარა. ასევე დიდი წუხილით მინდა ავღნიშნო, რომ ხშირად ეს სიმდიდრეები უფრო მეტი სისხლის დაღვრის მიზეზებიც გამხდარან. ჩვენ, ყოველთვის იმის მომხრენი ვიყავით, რომ ამ სიმდიდრეებს ადამიანებისთვის მშვიდობა და მატერიალური კეთილდღეობა მოეტანა,“ განაცხადა ერდოღანმა.   მისივე თქმით ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთში გატარებული ღონისძიებების გამო სპეციალისტებმა თურქეთი ენერგეტიკის აბრეშუმის გზად უნდა შეაფასონ, რათა თურქეთმა ენერგეტიკის სფეროში მის ხელთ არსებული შესაძლებლობები, მხოლოდ დაძაბულობის და გაუგებრობის კი არა, არამედ მშვიდობის და მატერიალური კეთილდღეობისთვის  გამოიყენოს. „თურქეთს თუ სურს, რომ ეკონომიკური ზრდა განიცადოს, მაშინ ენერგეტიკის სფეროში უცხო ქვეყნებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და ადგილობრივი რეზერვები უნდა გამოიყენოს. ბირთვული ენერგიის სფეროშიც სამუშაოები დავაჩქარეთ. აქქუიუს და სინოპის ბირთვული ელექტროსადგურების ამოქმედების შემთხვევაში, ენერგეტიკის სფეროში 10 %-ს აქედან დავაკმაყოფილებთ. რუსეთთან წარმოებული აქქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის პროექტის დაწყებამ უფრო გაგვაძლიერა. ბოლო G20-ს სამიტზე იაპონიის პრემიერმინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მესამე ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზეც დავიწყეთ მუშაობა,“  განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.  



მსგავსი ინფორმაციები