ნიჰად ზეიბექჩი აშშ-ი

თურქულ-ამერიკულ მრეწველ-ბიზნესმენთა ასოციაციის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გალა საღამო

679188
ნიჰად ზეიბექჩი აშშ-ი

თურქულ-ამერიკულ მრეწველ-ბიზნესმენთა ასოციაციის (TABA-AmCham) 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ გალა საღამოზე მოხსენებით გამოსულმა ეკონომიკის მინისტრმა ნიჰად ზეიბექჩიმ, ყურადღება გაამახვილა თურქეთ-ამერიკას შორის წარსულს დაფუძნებულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ თურქეთ ამერიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში საჭიროა ახალი გვერდის გახსნა. თურქეთი და ამერიკა მოკავშირე ქვეყნები არიან. მათ შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები თან მოიტანს პოლიტიკურ და სტრატეგიულ თანამშრომლობას.  

ზეიბექჩი, შეეხო თურქეთის ინვესტიციის პოტენციალსაც და დაამატა:-„მოდით ერთად შევაფასოთ შესაძლებლობები“

ნიჰად ზეიბექჩის განცხადებით, ახალი ეტაპი თან მოიტანს ორ სახელმწიფოს შორის ახალ შესაძლებლობებს.

მან პლაკატები გადასცა კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ თურქეთ-აშშ-ს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

 გალა საღამოს შეუერთდა ასოციაცია TABA-AmCham-ის საპატიო პრეზიდენტი ზეინელ აბიდინ ერდემი, პრეზიდენტის მრჩეველი და თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰიდაიათ თურქოღლი, პრეზიდენტის მრჩეველი საადეთ ორუჯი, ჩალიკ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე აჰმედ ჩალიკი, ხელოვნების და პოლიტიკის ცნობილი წარმომადგენლები.

ჯილდოების და პლაკატების გადაცემის შემდეგ, გალა დასრულდა ვიოლინოთი შესრულებული კონცერტით.



მსგავსი ინფორმაციები