ისრაელის გაზი ევროპას თურქეთზე გავლით მიეწოდება

ამის შესახებ ანკარა და თელ ავივი მოლაპარაკებებს აგრძელებენ

670006
ისრაელის გაზი ევროპას თურქეთზე გავლით მიეწოდება

როგორც განაცხადა Turcas Petrol-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ, ისრაელის ლევიატაჰის პროვინციის ბუნებრივი გაზის ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით ასაშენებელი მილსადენის პროექტის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის და ისრაელის მთავრობებს შორის გულწრფელობის და სერიოზულობის ატმოსფეროში გრძელდება და თუ მხარეები კეთილ ნებას გამოიჩენენ, მაშინ,  საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ალბათ 2020 წლამდე მიიღებენ.  

ბრაიზას თქმითვე მოლაპარაკებების დაჩქარება-მომწიფების მიზნით მხარეები უნდა დარწმუნდნენ პროექტის როგორც პოლიტიკურ, ასევე კომერციულ სიცოცხლისუნარიანობაში და თუ მხარეები საბოლოო კონსენსუსს მიაღწევენ ამ საკითხში, მაშინ, ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხში თურქეთი მძლავრ ცენტრად გადაიქცევა   



მსგავსი ინფორმაციები