გაზპრომმა კონტრაქტი დადო შვეიცარიულ Allseas-თან

შვეიცარიული ფირმა შავ ზღვაში 900 კმ სიგრძის მილსადენს გაიყვანს

627190
გაზპრომმა კონტრაქტი დადო შვეიცარიულ Allseas-თან

რუსული ენერგოგიგანტ გაზპრომიდან გავრცელებული ინფორმაციით მათ შვეიცარიულ ფირმა Allseas-თან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომლითაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ თურქული ნაკადის პროექტის ფარგლებში შავ ზღვაში ჩასადები მილსადენის გაყვანაში.

ასე რომ, ამ კონტრაქტით შვეიცარიული ფირმა შავ ზღვაში 900 კმ სიგრძის მილსადენს გაიყვანს და ეს სამუშაოები 2017 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

ხსენებული პროექტის შეთანხმება რუსეთ-თურქეთს შორის მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა და მისი მიხედვით შავ ზღვაში 15 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ორი მილსადენი გაიყვანება რა, ერთი მთლიანად თურქეთის შიდა მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, ხოლო მეორეთი კი რუსული აირი თურქეთზე გავლით სამხრეთ ევროპას მიეწოდება.

თურქეთის პარლამენტმა ეს შეთანხმება გასულ კვირას დაამტკიცა  



მსგავსი ინფორმაციები