Mossacce Fonseca-მ პანამის დოკუმენტების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა

მასშიც ოფშორული საინვესტიციო საქმიანობებია ასახული

487929
Mossacce Fonseca-მ პანამის დოკუმენტების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა

გადასახადებისაგან თავის აცილებისა და შავი ფულის გათეთრების შემცველი სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნებით მსოფლიოს შოკში ჩამგდებმა ე.წ. პანამის დოკუმენტების ახალი მონაცემები გამოქვეყნდა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა პანამური დოკუმენტების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომლებშიც ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების ათასობით ადამიანის ან კომპანიების ოფშორული საინვესტიციო საქმიანობებია ასახული.

ამავე დოკუმენტებში გადასახადებისგან თავის ამრიდებელი და სხვა მაქინაციური ფინანსური გარიგებების შემსრულებელი კომპანიების 1977-2015 წლების ანგარიშებიც შედის, რომლებიც ინახებოდა იურიდიული საკონსულტაციო კომპანია Mossacce Fonseca-ს სეიფებში.  

პანამის დოკუმენტების პირველ ჩანაწერებში 12 სახელმწიფოს მეთაურის და 143 პოლიტიკოსის სახელი დომინირებდა და ზოგიერთების მიმართ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეები გაიხსნა



მსგავსი ინფორმაციები