თურქეთში ჩინური ბანკიც შემოდის

Bank of China-მ ლიცენზია მიიღო

483529
თურქეთში ჩინური ბანკიც შემოდის

თურქეთის ეკონომიკაზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრემიერმა მეჰმეტ შიმშექმა განაცხადა, რომ თურქეთის საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტო BDDK-მ თურქეთში თავისი ბანკის ფილიალის გახსნის ლიცენზია მისცა ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე უდიდეს Bank of China-ს და ამის შესახებ დადგენილება BDDK-ს გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

შიმშექის განცხადებითვე ეს ჩინური ბანკი მსოფლიოს ყველაზე დიდი მე-7 ბანკია და იგი დიდი ოდენობით უცხოელ ინვესტორებს მიიზიდავს და ამასთან თურქეთში მოქმედ უცხოეთის ბანკებს შორის  კონკურენციასაც გაზრდის.

“ჩვენ ყველანაირ მცდელობას გამოვიჩენთ, რათა ჩინურმა ბანკმა მუშაობა ამ წლის ბოლომდის დაიწყოს“, განაცხადა შიმშექმა



მსგავსი ინფორმაციები