საგარეო ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა

საგარეო ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა

425707
საგარეო ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა გასული წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 25%-ით შემცირდა და 2014 წელს დაფიქსირებული 84 მილიარდი დოლარიდან 63 მილიარდ დოლარზე დავიდა, რაც გამოიწვია იმპორტისა და ექსპორტის შემცირებამ.

2014 წელთან შედარებით 2015 წელს ექსპორტი 8,7%-ით შემცირდა და 144 მილიარდი გახდა, ხოლო იმპორტი კი 14%-ით შემცირდა და 207 მილიარდზე დარჩა.

რაც შეეხება გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს, ექსპორტში 12 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია იქნა გატანილი, ხოლო იმპორტირებულ იქნა 18 მილიარდი დოლარის საქონელი.

ამავე ცნობით ყველაზე მეტი პროდუქცია თურქეთიდან გერმანიაში იქნა გატანილი, ხოლო ყველაზე მეტი იმპორტირებულ იქნა ჩინეთიდან



მსგავსი ინფორმაციები