ათენი და ბრიუსელი კვლავ ვერ მორიგდნენ

საბერძნეთი დეფოლტის პირისპირ დგას

304151
ათენი და ბრიუსელი კვლავ ვერ მორიგდნენ


ბრიუსელში წარუმატებლად დასრულდა მოლაპარაკებები საბერძნეთს, ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდ, IMF-ს შორის და ეს მოლაპარაკებები ბოლო შანსად ითვლებოდა საბერძნეთის დეფოლტისაგან გადასარჩენად.

ათენმა არ მიიღო პენსიონერებისა და მუშა-მოსამსახურეებისათვის ხელფასების დაკლებისა და გადასახადების გაზრდის წინადადება, ხოლო საბერძნეთის მიერ წარდგენილი ახალი რეფორმების პაკეტი კი ევროკავშირმა არ მიიღო, ამიტომაც შეხვედრა 45 წუთში დასრულდა.

ახლა საბერძნეთის მდგომარეობას ხუთშაბათს ევროკავშირის კომისია ფინანსთა მინისტრების შეკრებაზე ახლიდან განიხილავს და მასზე შეიძლება დღის წესრიგში ჩადგეს საბერძნეთის ევროზონაში წევრობის საკითხიც.

მოკლედ, თუ ათენი ამ თვის ბოლომდის IMF-სადმი არსებულ 1,6 მილიარდი დოლარის დავალიანებას არ გადაიხდის, მაშინ, ეს ქვეყანა დეფოლტის პირისპირ აღმოჩნდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები