თურქეთის საინვესტიციო გარემო უმაღლეს დონეზეა

6 თვეში უცხოელებმა 6,7 მილიარდი დოლარი დააბანდეს

97115
თურქეთის საინვესტიციო გარემო უმაღლეს დონეზეა


თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ უცხოელი ინვესტორებისათვის თურქეთში ხელსაყრელი და სანდო გარემოა შექმნილი, ამიტომაც ისინი არ ერიდებიან კაპიტალის დაბანდებას თურქეთის ეკონომიკაში.

“მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთში მოქმედებდა 40 ათასამდე უცხოური ან პარტნიორი ფირმა, აქედან 48% ევროკავშირის ქვეყნებიდან და 26% ახლო და შუა აღმოსავლეთიდან. ყველაზე მეტი, 6 ათასამდე ფირმა გახსნეს გერმანელებმა, 2723 ფირმა ინგლისელებმა და 2388 ფირმა კი ჰოლანდიელებმა გახსნეს, ხოლო უცხოელებმა ჩვენს ქვეყანაში იმავე ექვსთვიან პერიოდში 6 მილიარდ 763 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდეს“, ხაზგასმულია ზეიბექჩის განცხადებაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები