6 წლის გოგონა, რომელსაც ჯვარი დაეცა, გარდაიცვალა

6 წლის გოგონა, რომელსაც ჯვარი დაეცა, გარდაიცვალა

1973621
6 წლის გოგონა, რომელსაც ჯვარი დაეცა, გარდაიცვალა

საფრანგეთის რონის რეგიონში, 6 წლის გოგონა, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე გამართულ საეკლესიო წირვას ესწრებოდა და თავზე ჯვარი დაეცა, გარდაიცვალა.

რეგიონის საოლქო პროკურატურის განცხადებით, ქალაქ ანსეში ქრისტიანული საზოგადოება სააღდგომო წირვისთვის ეკლესიაში შეიკრიბა.

წირვის დროს, 6 წლის გოგონას, რომელიც ფანჯრის წინ თამაშობდა, 2 მეტრი სიგრძის ხის ჯვარი დაეცა თავზე.

საავადმყოფოში გადაყვანილი, თავის არეში მძიმედ დაზიანებული 6 წლის გოგონა, აქ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები