სალვადორში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა

სალვადორში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა

1961389
სალვადორში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა

ცენტრალური ამერიკის  ქვეყნებიდან სალვადორში ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 30 დღით გაგრძელდა. ქვეყნის პრეზიდენტ ნაიიბ ბუკელეს მთავრობის მიერ წარდგენილი წინადადება კონგრესმა მიიღო 67 ხმით და ძალაში შევიდა 16 აპრილამდე.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ ადრე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩამორთმეული იქნა 2513 იარაღი და 3167 მანქანა, ასევე ამ დროისთვის დაკავებულია ბანდის 66 ათასზე მეტი წევრი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა პირველად 2022 წლის 27 მარტს გამოცხადდა და ზედიზედ მე-12-ჯერ გაგრძელდა.

ხელისუფლება, ქვეყანაში ძალადობის ხელახალ ესკალაციაში ე.წ. MS13 (მარა სალვატრუჩა, რაც ნიშნავს „სალვადორელი მოხეტიალე ჭიანჭველების ბრიგადა) ბანდას ადანაშაულებს.



მსგავსი ინფორმაციები