ბლინკენ-ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბლინკენ-ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1772167
ბლინკენ-ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ბლინკენმა თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ აღვნიშნე აშშ-ის მზადყოფნა, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გააგრძელოს დისკუსია, რუსეთთან უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში. ბლინკენმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, მათი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში. ბლინკენმა სთხოვა რუსეთს დაუყონებლივ განმუხტოს დაძაბულობა და გაიყვანოს ჯარები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის საზღვრებიდან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შემდგომ შეჭრას მოჰყვება სწრაფი და სერიოზული შედეგები.“

საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და აღნიშნა: „ერთი რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოება სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა გაძლიერდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ დაიკავა უკიდურესად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ასევე დავუდასტურე ბლინკენს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამ საკითხის იგნორირებას. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ დასავლეთმა გულწრფელად ახსნას, თუ რატომ არ სურს შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ბლინკენი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ აქ არის კონსულტაციების ელემენტები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“



მსგავსი ინფორმაციები