ბირმაში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციიების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბირმაში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციიების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1612221
ბირმაში სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციიების დროს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ბირმაში (მიანმარი) სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციების დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპყლთა რიცხვი 521-მდე გაიზარდა.

მიანმარის პოლიტპატიმრების დახმარების ორგანიზაციიდან (AAPP) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს სამხედროებმა და პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს, რის გამოც კიდევ 11 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ასევე ათასობით ადამიანი დააკავეს.

ცნობისათვის, მდინარე წლის  1 თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. დააკავეს სახელმწიფოს ფაქტობრივი ლიდერი, აუნ სან სუ ჩი, ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები.

ამის შემდეგ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

მეორეს მხრივ, მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამოქალაქოების მიმართ გამოყენებულ გადამეტებულ ძალადობრივ ქმედებებს მსოფლიო გმობს. იქ მიმდინარე მოვლენები აშშ-მ და იაპონიამ კიდევ ერთხელ დაგმეს.  აშშ-მ ამ ქვეყნიდან დიპლომატების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები