აშშ-ი, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობას, 2022 წლის ბოლომდე გააგრძელებს

თურქები, F-35 თვითმფრინავებისათვის 139-მდე ნაწილს აწარმოებენ

1446759
აშშ-ი, თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობას, 2022 წლის ბოლომდე გააგრძელებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა (პენტაგონმა) განაცხადა, რომ იგი 2022 წლამდე გააგრძელებს, F-35-ის ზოგიერთი ნაწილების წარმოების საკითხში თურქულ კომპანიებთან მუშაობას. პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯესიკა მაქსველმა განაცხადა, რომ თურქული კომპანიების მხრიდან F-35 თვითმფრინავებისათვის 139-მდე სხვადასხვა ნაწილის წარმოება,  2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში თურქეთმა რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეისყიდა, აშშ-მა, ერთობლივ F-35 პროგრამასთან დაკავშირებით თურქეთთან პარტნიორობა შეაჩერა და მის ფარგლებში თურქულ კომპანიებს მხოლოდ რამდენიმე ნაწილი უნდა ეწარმოებინა ამ წლის ბოლომდე, უფრო სწორედ კი, ახალ მომწოდებლებთან კონტრაქტის გაფორმებამდე. მაგრამ, კორონავირუსმა სერიოზული შეფერხებები გამოიწვია F-35 ნაწილების წარმოებაში. თურქული კომპანიები, F-35 თვითმფრინავისთვის  ათასზე მეტ ნაწილს აწარმოებდნენ.



მსგავსი ინფორმაციები