სოჭის სამიტი იწყება

კენგრესში, ასევე მონაწილეობას მიიღებს გაეროს სირიის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურაც

898975
სოჭის სამიტი იწყება

სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი, სადაც არ მონაწილეობენ ტერ-ორგანიზაცია PKK/PYD-ს წევრები, იწყება რუსეთის ქალაქ სოჭში.

კენგრესში, ასევე მონაწილეობას მიიღებს გაეროს სირიის სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურაც. 25-26 იანვარს სირიის თემაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებული სპეციალური სხდომის შემდეგ,   სირიელმა დისიდენტმა ოპოზიციამ გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა სოჭის სხდომაზე, რომელზეც დღის წესრიგში ჩადგება სირიის მომავალი და ახალი კონსტიტუციისთვის კომისიის შექმნა.

კონგრესის წინ თურქეთმა კვლავ გააგრძელა ინტენსიური დიპლომატია. საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლი ტელეფონით შეხვდა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და განიხილა როგორც ეროვნული დიალოგისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, ისე შესაძლო შედეგები.

ასევე შეაფასეს სირიაში მიმდინარე მოვლენები.

სოჭის კონფერენციის შესახებ დეტალები შეიმჩნა კონფერენციის ლოგოსშიც. მისაწვევ ბარათებსა და ლოგოებში საყურადღებო გახდა  „ზეთისხილის რტოს ოპერაციის“ ხშირი გამოყენება.  როგორც გამოთქვამენ ვარაუდს, ახალი ლოგოტიპი შეიქმნა „ზეთისხილის რტოს ოპერაციის“ შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #ჟენევა , #კონგრესი , #სოჭი

მსგავსი ინფორმაციები