გაერო იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიკრიბება

გაერო იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიკრიბება

864745
გაერო იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით  საგანგებოდ შეიკრიბება

გაერო-ს უშიშროების საბჭო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხის  განსახილველად საგანგებოდ შეიკრიბა. გაერო-ს,  ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის სპეციალურმა წარმომადგენელმა,   ნიკოლაი მლადენოვმა განაცხადა, რომ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგიონში ახალი დაძაბულობის რისკს შეიცავს. მლადენოვმა, გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერესის  სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით B გეგმა არ გააჩნიათ. ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა გაერო-ში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სამშვიდობო პროცესს ემსახურება. უშიშროების გუშინდელ საგანგებო შეხვედრაზე ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და შვედეთის ელჩებმა გაერო-ში, ტრამპის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. მათ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადეს: „ჩვენ, აშშ-ს გადაწყვეტილებას არ ვაღიარებთ. ეს გადაწყვეტილება, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას  ეწინააღმდეგება. სანამ ორ სახელმწიფოს შორის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ჩვენ იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებულ სხვა გადაწყვეტილებას არ ვაღიარებთ.



მსგავსი ინფორმაციები