კატალონია, განვითარებული მოვლენები

კარლეს პუჩდემონის განცხადებით, შეაჩერეს დამოუკიდებლობის გამოცხადება

824527
კატალონია, განვითარებული მოვლენები

ესპანეთის აღმოსავლეთის, კატალონიის ავტონომიური ხელისუფლების ლიდერის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, შეაჩერეს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

კატალონიის ადგილობრივი პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, უკანონოდ გამოცხადების მიუხედავად, 1 ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, პირველად შეიკრიბა.   

ლიდერის კარლეს პუჩდემონის განცხადებით,  1 ოქტომბრის რეფერენდუმით, კატალონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობის უფლება. მაგრამ, კატალონიის, რესპუბლიკურის მმართველ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის, იყენებს ხალხის დაკისრებულ უფლებამოსილებას. ესპანეთის მთავრობასთან დიალოგისთვის, აჩერებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და სურს ესპანეთის მთავრობამ მიიღოს შუამავლობის მოთხოვნა.  

პუჩდემონმა, ასევე განაცხადა, რომ კატალონია არის ევროპის პრობლემა და არასდროს არ გაიგებენ მისგან მუქარას და შანტაჟს. გაავრცელებს მესიჯებს, რომელიც კი არ დაძაბავს მდგომარეობას, არამედ შეამცირებს. „რომც არ იყვნენ ერთნაირი მოსაზრებების, ვალდებულნი არიან ერთად იცხოვრონ“-თქვა მან და დაამატა:-დიქტატორ ფრანკოს გარდაცვალების, (1975) შემდეგ, ესპანეთის ეკონომიკის, საავტომობილო მოდერნიზაციის და სტაბილურობის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორია კატალონია, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება უარყოფს ამ სინამდვილეს.  ყურადღება გაამახვილა 2010 წელს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი ავტონომიური სტატუსის გაუქმებაზე და თქვა-საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლებამ თითიც კი, არ გაანძრია. კატალონიელებმა ერთად-ერთ ხსნად თავიანთი სახელმწიფოს შექმნა მიიჩნიეს.  

სურს ესპანელი ხალხის  გასაგონადაც გაავრცელოს მესიჯი:-„ჩვენი პირველადი მოვალეობა და სურვილია კარგი ურთიერთობის დამყარება ესპანეთთან და ესპანელ ხალხთან. ისინი არა არიან არც დამნაშავენი, არც გიჟები და არც პუტჩისტები. ნორმალური ხალხნი არიან რომელთაც სურთ ჩაატარონ კენჭისყრა. არ არიან არც ესპანელების და არც ესპანეთის სახელმწიფოს წინააღმდეგნი. პირიქით სურთ უფრო კარგად გაუგონ ერთმანეთს. აქამდე რომ არ წარიმართა კარგი ურთიერთობები, კარგად დაინახეს. კონსტიტუციის მიღმაც არსებობს დემოკრატია. ეს ყველამ უნდა დაინახოს-თქვა მან.  

ესპანეთის მთავრობამ, კატალონიის ავტონომიური ოლქის ლიდერის მოხსენებას „დახურული სახით დამოუკიდებლობის“ ინტერპრეტაცია უწოდა და მიუღებლად მიიჩნია.  

ესპანეთის მინისტრთა საბჭო, კატალონიის წინააღმდეგ ახალი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებოდ შეიკრიბება.

ამავდროულად, გამოითქვა იდეა, რომ  პუჩდემონის დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზეზია ევროკავშირის ზეწოლა.



მსგავსი ინფორმაციები