პუტინს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია

“მე ამაზე დავფიქრდები“

783902
პუტინს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების თაობაზე კარგად დაფიქრდება.

მან მონაწილეობა მიიღო ბურიატიაში და ირკუტსკში მიმდინარე ტყის ხანძრების ჩაქრობისადმი მიძღვნილ შეკრებაში და ერთმა დაზარალებულმა სთხოვა მას, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ წამოეყენებინა თავის კანდიდატურა, რაზეც პუტინმა ასეთი პასუხი გასცა: “კარგი, მე ამაზე დავფიქრდები, დიდი მადლობა“.

კრემლის პრეს წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ივნისის თვეში განაცხადა, რომ პუტინის მომავალ არჩევნებზე კანდიდატურობის საქმე არ დგას მათი დღის წესრიგში



მსგავსი ინფორმაციები