ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს

ისინი კავკასიური წარმოშობის არიან

252633
ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს


მოსკოვიდან გავრცელებული ინფორმაციებით რუსეთის ექს ვიცეპრემიერის და ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) უფროსის ალექსანდრე ბორტნიკოვის განცხადებით ასევე ცნობილია ეჭვმიტანილების ვინაობა და ისინი არიან კავკასიური წარმოშობის ზაურ დადაევი და ანზორ გუბაშევი, რომლებიც უკვე აყვანილნი არიან და მან ამის შესახებ ინფორმაციები მისცა პუტინს.

ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს, კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს.

იგი ამ ბოლო ხანებში მკაცრად ეწინააღმდეგებოდა პუტინის უკრაინულ პოლიტიკას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები