CIA-ს საიდუმლო საპყრობილე პოლონეთში

პოლონეთი ეჭვმიტანილებს კომპენსაციას გადაუხდის

222685
 CIA-ს საიდუმლო საპყრობილე პოლონეთში

პოლონეთი, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილ ორ პატიმარს 262 ათას დოლარის კომპესაციას გადაუხდის.

11 სექტემბრის შემდეგ დაპატიმრებული და ტერორიზმში ეჭვმიტანილი აბდულრაჰიმ ელ-ნაშირის და ებუ ზუბეიდეს მიერ პოლონეთის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილებულ იქნა.

პოლონეთის მიერ ტერორისტების უფლებების დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებმა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ვარშავას კომპესაცია ადრეც დაუწესა, მაგრამ მათ ეს კომპესაცია არ გადაუხდიათ.

ახლა კი პოლონეთი ტერორიზმში ეჭვმიტანილებს 262 ათასი დოლარის კომპენსაციას გადაუხდის.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გეორგე შეტინამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლონეთი კომპენსაციის გადახდას აპირებს, მაგრამ ამ ფულის გამოყენება თუ როგორ მოხდება ეჭვმიტანილების მხრიდან და რაში დახარჯავენ, ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები