ყირიმელი თათრების მხარდაჭერა უკრაინას
უკრაინის ქალაქ ხერსონის სოფელ ჩონგარის მცხოვრებლებმა ყირიმის საზღვარზე აქცია გამართეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები, რუსი ჯარისკაცებისგან 2014 წლიდან ოკუპაციაში მყოფი ყირიმის დატოვებას ითხოვდნენ. მათ აქცია, უკრაინისა და ყირიმელი თათრების დროშებით გამართეს.