ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi" აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა

ლეონარდო და ვინჩის "Salvator Mundi" (მსოფლიოს მხსნელი) აუქციონზე დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო გახდა. აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე კრისტის აუქციონზე გატანილი რენესანსის ეპოქის ცნობილი იტალიელი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის „იესო ქრისტე“ 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.