უცხოური პრესა 18.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ფრანგული გაზეთი ფრანსე 24: საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, გუშინ, კოვიდ-19-ით დაინფიცირებული დაახლოებით 2000 ავადმყოფი გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რაც ივნისის შუა რიცხვების აქეთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ლე ფიგარო: შვეიცარიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სრულად არის აცრილი
ლე მონდი: ტყის ხანძარი საფრანგეთის ვარის რეგიონში: "ყველაზე უარესი თავიდან აცილებულია, მაგრამ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება"
იორდანიული გაზეთი ალ-დუსტური: რუსეთმა, კორონავირუსის წინააღმდეგ მეხუთე ვაქცინა გამოაცხადა
კატარული ელ რაია: კატარის ემირმა ტამიმ ბინ ჰამად ეს-ტანიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ავღანეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: კატარმა, თალიბანის დელეგაციასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა ავღანეთში შერიგებისა და პრობლემების ყოვლისმომცველი მოგვარების აუცილებლობას
ესპანური ელ პაისი: პერუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰექტორ ბეჟარმა თანამდებობა დატოვა
ელ მუნდო: ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის მიზანმა ვაქცინაციაში, ადმინისტრაციაში არსებული უთანხმოების გამო, ვერ მიაღწია დასახულ რიცხობრივ მაჩვენებელს
ტელესური (ვენესუელა): ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, მისი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მიღწეულ შეთანხმება დაამტკიცა
გერმანული პორტალი შპიგელ.დე: ქაბულის საელჩოს ავღანელი თანამშრომლების ევაკუაციისათვის, გერმანიას სურს თალიბანთან პირდაპირი შეხვედრა და საუბარი
დოიჩე ველე: კოვიდ-19 პანდემიის კრიზისის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკა გამოჯანმრთელების ნიშნებს აჩვენებს და პირველად ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი ახლიდან გაიზრადა
სუდეტშ ცაიტუნგი: ევროკავშირის პირველი განცხადება ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით: "ჩვენ მოგვიწევს ომში მოგებულ თალიბანთან საუბარი."
რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის გაერთიანებულმა საავიაციო კომპანიამ დაადასტურა, რომ გუშინ, მოსკოვის მახლობლად ჩამოვარდნილი Il-112B ტიპის თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებიდან, არავინ გადარჩენილა
საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ ეროვნულ ასამბლეაზე (გოსდუმა) წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ძველ საპენსიო ასაკზე დაბრუნებას ითვალისწინებს
სააგენტო რეგნიუმი: აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს შეუძლია ჩაიბაროს ავღანეთში დარჩენილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა