უცხოური პრესა 27.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ფრანგული გაზეთი ლე მონდი: საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ფრანგების ევაკუაცია ავღანეთიდან, პარასკევს საღამოს დასრულდება
ლე ფიგარო: საფრანგეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით 110 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2261 ინტენსიურ თერაპიაზე აიყვანეს
ლე პარიზიენი: ჩემპიონთა ლიგის წილისყრაში პარი სენ-ჟერმენის მეტოქეები გახდნენ ინგლისური მანჩესტერ სიტი, გერმანული რბ ლაიფციგი და ბელგიური ბრიუგე
იორდანიული ელ-დუსტური: იორდანიამ დაგმო ავღანეთში განხორციელებული ტერაქტები
ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაემუქრა ქაბულის ტერაქტის დამნაშავეებს: "ჩვენ გიპოვით თქვენ და დიდ საფასურს გადაგახდევინებთ."
კატარული ალ-რაია: კატარმა დაგმო ქაბულის აეროპორტის თავდასხმები და თსამძიმარი გამოუცხადა დაღუპულებს
გერმანული პორტალი ბილდ.დე: ქაბულის აეროპორტში ტერორისტული აფეთქების შედეგად 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
შპიგელ.დე: ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების სულების საპატივსაცემოთ, აშშ-ში დროშები ნახევრად დაუშვეს
ჰანდელსბლატ.დე: ევროპის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ევროზონაში მაღალი ინფლაცია იქნება
რუსული საინფრომაციო სააგენტო რია ნოვოსტი: რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-19 წინააღმდეგ, მეხუთე რუსული ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა
გაზეთი "კომერსანტი": ყაზახეთის სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 90 ადამიანი
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთში შემავალ ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბუზდიაკის რეგიონში, ტყის ხანძრის შედეგად 1 სოფელი გადაიწვა
ესპანური ელ პაისი: ესპანეთი, ავღანეთიდან ევაკუაციის დასრულებას ამ პარასკევისათვის გეგმავს
ელ მუნდო: ქაბულის აეროპორტის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, აშშ-ი ემზადება დაეშზე თავდასხმისათვის
ტელესური, ვენესუელა: კუბაში უკვე დაახლოებით 12.9 მილიონი კაცი აიცრა