უცხოური პრესა 06.08.2021
დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: აშშ-დან შეტყობინება ირანის ახალი პრეზიდენტისადმი: “სრულად გამოიყენეთ დიპლომატიის შესაძლებლობები“
ალ-რაია (კატარი): საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ "ლიბანის მხარდაჭერის კონფერენცია"-ზე, 370 მილიონი დოლარი შეგროვდა
ერაყული გაზეთი ალ-ზემანი: ავღანეთში თალიბები, პროვინციების შემდეგ ახლა მიზნად ისახავენ ქალაქების კონტროლზე აყვანას და მისი შეჩერების მიზნით სასწრაფოდ შეიკრიბება გაეროს უშიშროების საბჭო
ესპანური ელ პაისი: ესპანეთის ხუთ ავტონომიურ რეგიონს სურს, რომ ვაქცინაცია და კვირაში ორჯერ ტესტირება, სავალდებულო გახდეს მოხუცთა თავშესაფრების მუშაკთათვის
ელ მუნდო: ბარსელონას საფეხბურთო კლუბი: "ლიონელ მესი აღარ ითამაშებს ბარსელონას კლუბში."
ტელესური (ვენესუელა): გვატემალაში, პრეზიდენტ ალეხანდრო ჯანამატეის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
გერმანული დოიჩე ველე: გერმანიაში ყოველი 10 კომპანიიდან 9 კიბერშეტევების მსხვერპლი ხდება
ზდფ.დე: გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი დაუვიწყარი სახელის, მიხაელ ბალაკის 18 წლის ვაჟი ემილიო ბალაკი, პორტუგალიაში მომხდარი მოტოციკლის ავარიის შედეგად დაიღუპა
ველტ.დე: ისრაელის გამანადგურებლები აგრძელებენ საჰაერო იერიშებს ლიბანის სამიზნეებზე
რუსული საინფრომაციო სააგენტო ტასსი: უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, დონბასის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა
გაზეთი იზვესტია: აშშ-ი კვლავ ურჩევს თავის მოქალაქეებს არ იმოგზაურონ რუსეთში. ამერიკელებს განსაკუთრებით სთხოვენ, თავი აარიდონ ჩრდილოეთ კავკასიასა და ყირიმში წასვლას
ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს გადაწყვეტილების მიმართ, რომ არ გააგზავნის დამკვირვებლებს რუსეთის საყოველთაო არჩევნებზე, სინანული გამოთქვა
ფრანგული ფიგარო: დემოკრატები ზეწოლას ახდენენ ჯო ბაიდენზე, რათა მან დახუროს გუანტანამოს ციხე
ფრანსე 24: საბერძნეთი: მეხანძრეები ებრძვიან ხანძარს ათენის მისადგომებთან
ბელგიური ლე სოარი: ესპანეთის ცნობილ საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში ერთი ეპოქა მთავრდება: არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი ტოვებს კლუბს