უცხოური პრესა 02.08.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1684092
უცხოური პრესა 02.08.2021

გერმანული ტაგესშაუ.დე: ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე თურქეთში, იტალიაში და საბერძნეთში ტყის ხანძარები  გრძელდება

დოიჩე ველე: გერმანიამ ქვეყანაში შემომსვლელთათვის "ტესტირების მოთხოვნა" შემოიღო

შვეიცარიული პორტალი ნაუ.ჩე: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, შვეიცარიას 1 აგვისტოს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

კატარული ელ-რაია: თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობის მისაღებად, კატარის საერთაშორისო სამაშველო ჯგუფის კარგად აღჭურვილი ჯგუფი ჩავიდა

ერაყული ელ-ზამინი: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: “ჩვენი სამხედრო მისია ერაყში დასრულდა და დაიწყო სამხედრო თანამშრომლობის ახალი ეტაპი“

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსის წინააღმდეგ ადრე გამოცხადებულ ზომებს (ნიღაბი, მანძილი და ა.შ.), შეუძლია შეაჩეროს "დელტას" ვარიანტის გავრცელება

ფრანგული ფიგარო: ოჯახში ძალადობა: საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ დღეიდან ახალი ზომები ამოქმედდება

ბელგიური ლე სოარი: თავის ქვეყანასა და ალჟირს შორის წარმოწმნილი დაძაბულობის გამო, მაროკოს მეფე წუხილს გამოთქვამს

ტელესური, ვენესუელა: ვენესუელელმა სპორტსმენმა ქალმა იულიმარ როხასმა, სამმაგ ხტომაში 15,67 მეტრით, მსოფლიო რეკორდი მოხსნა და პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა

ესპანური ელ პაისი: Pfizer/ფაიზერმა-მა და Moderna/მოდერნა-მ, ევროკავშირისათვის გასაყიდი  კოვიდ-19 ვაქცინის ფასი გაზარდეს

საინფორმაციო სააგენტო ეფე: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ რეგიონში შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია, ესპანეთში კოვიდ-19-ის მეხუთე ტალღა შენელდა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი: რუსეთის უდიდესმა ბუნებრივი გაზის კომპანია გაზპრომმა, ავსტრიის ჰაიდახის, გერმანიის რეჰდენის და ნიდერლანდების ბერგერმიერის მიწისქვეშა საწყობებში, 31 ივლისიდან დაწყებული შეამცირა ბუნებრივი აირის გადატვირთვა

ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ღირებულებამ მარტო მოსკოვში,  600 მილიარდ რუბლს გადააჭარბა

გაზეთი იზვესტია: ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა რობერტ ბურკმა განმარტა, თუ რა პირობებშია შესაძლებელი ნატოს გემების შავ ზღვაში თავდასხმები რუსეთის ფლოტზე



მსგავსი ინფორმაციები