უცხოური პრესა 29.07.2021

დღევანდელი უცხოური მასმედიის მოკლე მიმოხილვა

1682013
უცხოური პრესა 29.07.2021

გერმანული ფრანკბურთერ ალგემეინე ცაიტუნგი: ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer/ფაიზერ–მა, გერმანულ კომპანია BioNTech/ბიონტეხთან ერთად შექმნილი კოვიდ–19 ვაქცინისგან, 33.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

სუდეტშ ცაიტუნგი: ცნობილი როკ ჯგუფის, ZZ Top-ის დამფუძნებელი წევრი დასტი ჰილი, ტეხასში არსებულ საკუთარ სახლში, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა

დოიჩე ველე: დაახლოებით 13 ათასმა მკვლევარმა, კლიმატური კრიზისის გაუარესების გამო,  სასწრაფო ზომების მიღება მოითხოვა

ინგლისში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი ელ-ქუდსი ელ-არაბი: ტუნისის პრეზიდენტმა ქაიზ საიდმა,  საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორი, თოქ -შოუს პროგრამების შეზღუდვების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლა

კატარული ალ-რაია: კატარის უნივერსიტეტში, ყოველწლიურად 30 თურქ სტუდენტს მიეცემა სტიპენდია

ესპანური ელ პაისი: ესპანეთი მიზნად ისახავს  ლიბანში მომსახურე 10,200 მშვიდობისმყოფელს, მესამედ გაუწიოს მეთაურობა

ელ მუნდო: ესპანეთში ევროკავშირის სახსრების რეგიონულმა განაწილებამ უკვე შექმნა პირველი კონფლიქტი ავტონომიურ თემებსა და მთავრობას შორის. მადრიდი თანხების ამოღებით ემუქრება იმ ავტონომიურ სუბიექტებს, რომლებიც აკრიტიკებენ სახსრების უთანასწორო განაწილებას

ტელესური (ვენესუელა): ეკვადორის განათლების ეროვნული ასოციაციის წევრი პედაგოგები აპროტესტებენ წინა პარლამენტის მიერ მიღებული ინტერკულტურული განათლების რეფორმების განხორციელებას

რუსული ახალი ამბების საიტი ლენტა.რუ: აშშ-ის სენატის 12-მა რესპუბლიკურმა წევრმა ულტიმატუმი წარუდგინა მთავრობას “ჩრდილოეთ ნაკადი 2“–თან დაკავშირებით. ხაზინის მინისტრ ჯანეტ იელენისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თუ პროექტთან დაკავშირებული სანქციები არ განხორციელდება, მაშინ, ფინანსთა სამინისტროს დანიშვნებს, ვეტოს დაადებენ

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი: აშშ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი გუშინ თეთრ სახლში შეხვდა ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიჰანოვსკაიას

სააგენტო რეგნიუმი: რუსი ნიჩბოსნები, იაპონიაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ადგილზე გავიდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ფრანგული ლე პარიზიენი: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა  სისხლის სამართლის სარჩელი აღძრა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც ნახატ პლაკატზე იგი ჰიტლერს მიამსგავსა

ლე ფიგარო:   1 ივლისის მდგომარეობით საფრანგეთის ციხეებში 68,000-მდე პატიმარი იმყოფება და მათი რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში  15,7 პროცენტით  გაიზარდა

ლე მონდი: საჯაშუშო პროგრამა პეგასუსი: ისრაელი არწმუნებს საფრანგეთს, რომ ის სერიოზულად უყურებს ამ მოვლენას, ხოლო პარიზი კი  "განმარტებებს" ელის თელ-ავივისგან



მსგავსი ინფორმაციები